როგორც ჩანს მე-19 საუკუნის საქართველოში სამარკო ნიშნის გაყალბებაც ჩვეული მოვლენა ყოფილა. იმდენად ჩვეულებრივი, რომ როგორც ჩანს ხშირად ხდებოდა და ამის დასტურია სწორედ ეს განცხადება.

 

ბოზარჯიანცის პაპიროსების ფაბრიკა თბილისში 1858 წლიდან [ირკვევა შეფუთვიდან] არსებულა. 1884 წლისათვის აშკარაა, რომ შემდგარი ბრენდი ყოფილა. განცხადებიდან ირკვევა, რომ გამყალბებლები აყალბებდნენ პროდუქტის შეფუთვას და ცდილობდნენ თავისი ნაწარმის შეფუთვის მიმსგავსებას ბოზარჯიანცის პაპიროსების ფაბრიკის შეფუთვებისადმი.

 

ჩვენ არ ვიცით და ალბათ ვერ დავადგენთ მარტო საგაზეთო განცხადებებს ჯერდებოდა იმდროინდელი მეწარმე გამყალბებლებთან ბრძოლაში, თუ სხვა რამ უფრო აგრესიულ მეთოდებს იყენებდა, მაგრამ ფაქტია: თბილისის თამბაქოს ფაბრიკანტი – ნიკოლოზ ბოზარჯიანცი იმდენად შეაწუხა გამყალბებლების ქმედებებმა, რომ გაზეთ დროების 1884 წლის მე-6 ნომერში [უკვე მერამდენედ] გამოაქვეყნა განცხადება საზოგადოების და „მუშტრების“ ინფორმირების მიზნით და შესთავაზა [სავარაუდოდ] გაახლებული შეფუთვა.

 

 

ძველ განცხადებაში ტერმინებთან დაკავშირებით:

  1. სამარკო ნიშანი = ბრენდი
  2. ფაბრიკანტი = მეწარმე, მწარმოებელი
  3. მუშტარი = მყიდველი, კლიენტი

 

** მასალა ქვეყნდება სარეკლამო კომპანია პატიოარტის პროექტის -„რეკლამა მე-19 საუკუნის საქართველოში“ ფარგლებში. ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სტატიები

Leave a Comment