2 დღის წინ სარეკლამო კომპანია პატიოარტის საწარმოში შემთხვევით გადავაწყდი 10 უზარმაზარ შავ ცელოფანს. თითო ალბათ 20 კგ იქნებოდა. ვერ მივხვდი რა იყო. თავიდან გადასაყრელად გამზადებული საწარმოო ნარჩენი მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საწარმოში ატესტირებდნენ PSP გათამაშების ახლადდამზადებულ დოლურას მასში 2,000,000 ფურცლის ნაჭრის ჩაყრის და დატრიალების გზით. გავხედე ამ უზარმაზარ დოლურას და მაშინ მივხვდი რაში ყოფილა საქმე. იცით რამდენს იწონის 2,000,000 გათამაშების ბილეთი, რომელიც დოლურაში უნდა ჩაყარონ? თამამად შეიძლებოდა ეს შეკითხვა გადაცემაში „რა? სად? როდის?“ დაგვესვა.

 

გათამაშებების ორგანიზებას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავ მარკეტინგული ინსტრუმენტების არსენალში. ამ მიმართულებით უფრო მსხვილი კომპანიები განსაკუთრებით გვანებივრებენ, პირველ რიგში სადღესასწაულო დღებში. კომპანიები ათამაშებენ პრაქტიკულად ყველაფერს ტელეფონზე სასაუბრო დროიდან დაწყებული დაწყებული ჯეკპოტით დამთავრებული. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გათამაშებები მუშაობს!

 

თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც თითქმის ყველა გათამაშებას აქვს საერთო. ესაა გათამაშების დოლურა. გაუცნობიერებელი მაყურებელი ამ ელემენტს ხშირად არ აკვირდება. ჰგონია, რომ გათამაშების დოლურა ერთი ჩვეულებრივი ყუთი ან ბორბალია, რომელიც უბრალოდ ტრიალებს ან ატრიალებენ. არადა ამ დროს ეს მეტად საპასუხისმგებლო ელემენტია მთელს გათამაშებაში. ადგილზე პირდაპირ ეთერში, მილიონობით ადამიანის თვალწინ უამრავი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს, მაგალითად სატელეფონო ჩართვაზე მყოფმა ადამიანმა შეიგინოს, ან კავშირი გაწყდეს, ან რამე სხვა ტექნიკური ხარვეზი წარმოიქმნას. ამ პრობლემათა უმრავლესობა ადვილი მოსაგვარებელია და გათამაშების რიგიან ჩატარებაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ გათამაშების დოლურამ რომ არ იმუშავოს, ჩაიშლება გათამაშების მთელი სისტემა. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ საპასუხისმგებლო ელემენტის რიგიანად დამზადებას და გულდასმით შემოწმებას.

 

რა არის საჭირო იმისათვის, რომ დამზადდეს გათამაშების დოლურა?

 

რა თქმა უნდა საკითხის შესწავლით და დაგეგმვით იწყება ყველაფერი. დეტალურად უნდა გაითვალოს გამოყენების გარემოება, რა წონას უნდა გაუძლოს, რა სიტუაციაში როგორ უნდა იმუშავოს. ამის შემდეგ დგება 3 განზომილებიანი დიზაინი და თანხმდება დამკვეთთან. შემდეგ წარმოებაში მიმდინარეობს დამზადება. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაზაა დამზადებული დოლურის რეალურ გარემოში შემოწმება საწარმოშივე, მასში საჭირო რაოდენობის ბილეთების/ფურცლების ჩაყრა, კონსტრუქციის სიმყარის შემოწმება, ელექტრონული მექანიზმის შემოწმება და ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრა. ტრანსპორტირების შემდეგ იგივე სახის შემოწმება აუცილებელია გათამაშების ადგილზე შედგეს საიმისოდ, რომ უშუალოდ გათამაშების მომენტში ყველაფერი 100% გამართული იყოს.

 

ნიმუშები? ინებეთ …

სტატიები

Leave a Comment