გარე რეკლამაგარე რეკლამა
დღევანდელ დღეს რთულია, მიიქციო მომხმარებლის ყურადღება. გარეთ ქუჩები, სახლში ტელევიზორები, კომპიუტერები, ტელეფონებიც კი, გადაჭედილია რეკლამებით.
რა უნდა ვქნათ გარემოში, სადაც ამდენი კარგი თუ მდარე ხარისხის რეკლამაა, გარემოში, სადაც ადამიანების თვალს მუდამ სხვადასხვა შეთავაზება ხვდება?!
ისღა დაგვრჩენია, კრეატივისა და ხარისხიანი რეკლამის იმედად დავრჩეთ.
გარე რეკლამა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, დაანახოთ მომხმარებელს, როგორი ხართ თქვენ ანუ, ამ შემთხვევაში თქვენი ბიზნესი.

 

 
რა არის გარე რეკლამა?
გარე რეკლამა რამდენიმე ტიპად იყოფა: მოცულობითი ასოები, მანათობელი ყუთი (ლაითბოქსი), აბრები.
მოცულობითი ასოები (გარე რეკლამა) –
გარე რეკლამის ეს სახეობა მრავალი ფორმით არის წარმოდგენილი, თუმცა ჩვენთან ძირითადად ორ ვარიანტზეა მოთხოვნა: მანათობელი და ჩვეულებრივი მოცულობით ასოები.
მოცულობითი ასოები ფასადის გაფორმების კარგი საშუალებაა, თუმცა – არა მარტო. გარე რეკლამის ამ სახეობას კედლების გასაფორმებლადაც ხშირად იყენებენ.

 

ნათება: დიოდური, ნეონური, ლუმისცენური
მასალა: ალუმინი, ცინკის მეტალი, არაკალი, პევეხა, აკრილი, ორგმინა, ლითონი (კეთდება უჟანგავი ლითონისგან: ვერცხლი, ოქრო. არის ყველაზე ძვირადღირებული).
მანათობელი ყუთი, იგივე ლაითბოქსი (გარე რეკლამა) –
ესეც გარე რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც იძლევა საშუალებას განვათავსოთ ნებისმიერი წარწერა, ლოგო ან სურათი, ისე რომ ღამე კარგად ჩანდეს და გამოსახულება იყოს გლუვი. გარე რეკლამის ეს ტიპი, ყველაზე უფრო თვალშისაცემია მომხმარებლისთვის. მართალია ლაითბოქსები გარე რეკლამის ერთ-ერთი ტიპია, მაგრამ ინტერიერისთვისაც ხშირად გამოიყენება.
ნათება: დიოდური და კონტრაჟურული
მასალა: PVC (პევეხა), არაკალი, მეტალი, ალუმინი.

აბრა (გარე რეკლამა) –
აბრა გარე რეკლამის კიდევ ერთი სახეობა. ეს არის მცირე ან საშუალო ზომის დაფა, რომელზეც განთავსებულია წარმოებისა თუ დაწესებულების სახელწოდება ან ის მთავარი მესიჯები, რომელიც გვინდა მომხმარებლამდე მივიტანოთ.
მასალა: მეტალი, აკრილი, არაკალი, ალუმინი.
ბილბორდები და ბანერები (გარე რეკლამა)
ბანერი, გარე რეკლამის კიდევ ერთი სახეობა, რომელზეც დაიტანება ტექსტი და გამოსახულება. ეს გარე რეკლამის ის სახეობაა, რომელიც პირველად ხვდება მომხმარებელს თვალში და უქმნის წარმოდგენას თქვენ შესახებ.
მასალა: პოლიესტერის ძაფი
ბილბორდი, ესაა, ბანერი სპეციალურ კონსტრუქციაზე, რომელიც რკინისგან მზადდება და, ძირითად შემთხვევებში ობიექტისგან შორს ანთავსებენ. ბილბორდი არის განათებული, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ღამითაც დაინახოს ინფორმაცია.
მასალა: რკინა, ბანერი
გარე რეკლამა უნდა იყოს, პირველ რიგში, კარგი და გემოვნებიანი დიზაინით შექმნილი. რადგანაც სწორედ ფერები, ფორმები, შრიფტი უყალიბებს მომხმარებელს თქვენი ბიზნესისადმი გარკვეულ დამოკიდებულებას.
გარე რეკლამა უნდა იყოს ხარისხიანად შესრულებული.
აი, წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ მიდიხართ, მაგალითად სუპერმარკეტში და გარე რეკლამა არის უხარისხო, ალაგ-ალაგ ოღროჩოღრო, შეუსაბამო ფერებით, ცუდად დატანილი ნახატებით, ზოგი ასო ანათებს, ზოგიც ციმციმებს, ისე, თითქოს რაღაც საშინელებათა ფილმში ხართ.
ამიტომაც გარე რეკლამა სწორედაც, რომ თქვენს საქმისადმი დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
პატიო არტი და გარე რეკლამა, ანუ რა მომსახურებებს გთავაზობთ ჩვენ:

 

  • გარე რეკლამის დიზაინი,
  • დიზაინის არსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის დამზადება,
  • გარე რეკლამის ადგილზე მიტანა და მონტაჟი.

 

გარე რეკლამის ფასები
როგორც ხედავთ, გარე რეკლამის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომლებიც მზადდება სხვადასხვა მასალისგან, აქვთ განსხვავებულია ზომა, ფორმა და დიზაინი.
მოცულობითი ასოების, მანათობელი ყუთების (ლაითბოქსების), აბრების, ბილბორდების და ბანერების ფასი, დამოკიდებულია იმაზე, რა არჩევანს გააკეთებთ თქვენ. ასე რომ, დაგვირეკეთ ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე, რა გნებავთ თქვენ და ფასებს ჩვენი პროექტ მენეჯერები უმოკლეს დროში დაგითვლიან.

სტატიები

Leave a Comment