რომელი უნარები და სამსახურები არის ყველაზე მოთხოვნადი ციფრულ მარკეტინგში? და რამდენს იხდიან მსოფლიოში ამ პოზიციებში?

 

ამის გასაგებად Moz და Fractl-მა 2015 წლის ივნისში indeed.com-ზე დადებული 75,315სამუშაოს აღწერილობის ანალიზი გააკეთეს სათანადო საკვანძო სიტყვებით, შემდეგ კი ტენდენციები გაანალიზეს. ჩვენი ამ სტატიის მიზანია არა სრული ანგარიშის, არამედ ძირითადი მიგნებების წარმოჩენა.

 

აქ ხედავთ თუ რომელი 20 დასახელებით გვხვდება პოზიციის დასახელება. აშკარად ჩანს, რომ დასახელება – „ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი“ ლიდერობს.

job-titles

აქ კი ხედავთ რომელი კონკრეტული უნარები არის ყველაზე მოთხოვნადი და რას იხდიან იმ პოზიციებში, სადაც ეს უნარები გვხვდება საშუალოდ.

 

salaries

რა დასკვნები უნდა გავაკეთოთ აქედან?

 

  1. ციფრული მარკეტინგი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით SEO. ეს აშკარად განპირობებულია იმით, რომ ყოველდღიურად უზარმაზარი შინაარსი იქმნება ინტერნეტში და ამ კორიანტელში საკვანძო სიტყვით დაიკავო ლიდერის პოზიცია საძიებო სისტემაში ეს მეტად რთული ამოცანა ხდება. სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ ადამიანი საძიებო სისტემაში ეძებს და ის ენდობა იმას, რასაც იქ ნახავს.

 

  1. თუ თანამედროვე მარკეტინგის მენეჯერი ვერ ერკვევა ციფრულ მარკეტინგში და მის მთავარ მიმართულებებში, იგი დროს ჩამორჩენილია. მას პრობლემები შეექმნება ისეთი მარტივი ამოცანების გადაჭრისას, როგორიცაა მაგალითად ინტეგრირებული მარკეტინგის კამპანიის კეთებისას ციფრული მარკეტინგის კონკრეტული როლის განსაზღვრა, ბიუჯეტის გამოყოფის საკითხის გადაწყვეტა, სამუშაო გეგმის გაკეთებაც კი გაუჭირდება ისე, რომ ციფრული მარკეტინგის შედეგები ტანდემში მოიყვანოს სხვა შედეგებთან

 

  1. თუ თქვენს ორგანიზაციას ამ სფეროში ფეხი ჯერ არ შეუდგამს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ოღონდ დაიქირავეღ პროფესიონალი, რომელსაც შედეგები აქვს მიღებული ამ მიმართულებით, რომელსაც ესმის როგორ დაალაგოს მარკეტინგის არსენალი თქვენი ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად.
სტატიები

Leave a Comment