მაისურზე ბეჭდვა – ერთ-ერთი ის საქმიანობაა, რომელსაც პატიოარტში სიამოვნებით ვაკეთებთ ხოლმე. ეს ზუსტად ის სფეროა, სადაც ერთადერთი შეზღუდვა ფანტაზიის გაქანებაა … ეს იმიტომ, რომ მაისურზე პრაქტიკულად ყველაფრის დატანაა შესაძლებელი.

 

ეს კონკრეტული მაისური საქართველოს უნივერსიტეტისათვის გაკეთდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ლოგო არის მკერდზე დატანილი. მაისურები მოჭადრაკეებისათვის დაიბრენდა. მოჭადრაკეების გონებრივ დაძაბულობას ნამდვილად გაუძლებს 🙂

 

მაისურზე ბეჭდვისას გაითვალისწინეთ შემდეგი 5 რჩევა:

 

  1. როგორც წესი დამკვეთი თვითონ ირჩევს და ყიდულობს მაისურს, რომელიც შემდეგ მოაქვს დასაბრენდად. სასურველია მაისურის შესყიდვამდე კონსულტაცია გაიაროთ შემსრულებელ კომპანიასთან, რომ „არასწორი“ მასალისგან დამზადებული მაისური არ იყიდოთ;
  2. რას დაბეჭდავთ მაისურზე, ანუ დიზაინი და ბეჭდვის ადგილი ჯობია განსაზღვროთ/შეათანახმოთ წინასწარ ვიდრე მაისურს იყიდით;
  3. მაისურზე ბეჭდვის მომსახურების ღირებულება იწყება 7 ლარიდან და შეიძლება ვარირებდეს საბეჭდი დიზაინის და ზოგადად, დავალების სირთულის მიხედვით;
  4. ბეჭდვის ვადა იწყება 1 დღიდან და პარტიის მოცულობის მიხედვით შეიძლება რამოდენიმე დღემდე ავიდეს;
  5. ასჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერი! მაგრამ ბევრსაც ნუ იფიქრებთ. დაიჭირეთ თადარიგი, რომ მაისური დროულად დამზადდეს;

 

ამ რჩევების უმრავლესობა განსაკუთრებით გამოგადგებათ თუ მაისურზე პირველად ბეჭდავთ. თუ მაინც ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ თქვენს არჩევანში, დაგვირეკეთ კონსულტაციისათვის პატიოარტში +995 (32) 2 37 63 57.

სტატიები

Leave a Comment