ნადიმი რომ გვიყვარს ქართველებს ეს ხომ ისედაც ნათელია, მაგრამ 1901 წლის რუსეთთან მიერთების ნადიმის მენიუს თუ აღმოვაჩენდით ეროვნული ბიბლიოთეკის მასალებში ნამდვილად არ გვეგონა.

 

1901 წელს საქართველომ რუსეთთან შეერთების მე-100 წლისთავი აღნიშნა.  ისტორიამ ჩვენდა გასაკვირად შემოგვინახა იმ ასორტიმენტის მენიუ, რომელმაც შეავსო, როგორც მაგიდა ასევე მიწვეული სტუმრების მუცლები.

 

მენიუ გადაწყვეტილია ორ ფერში, რძისფერსა და ნაცრისფერში. მასზე ნათლად ჩანს ქართველი ქალი თავდახრილი როგორ სთავაზობს ლანგრით საჭმელს უცხოტომელს (სავარაუდოდ რუსს). ასევე ქართველი გლეხი კაცი როგორ ართმევს ხელს თავადაზნაურს. როგორც ჩანს დიზაინერმა იზრუნა მეგობრული გრძნობების აღძვრის გამოხატვაზე მენიუში. ასევე ვხედავთ ეკლესიას, რომელიც სავარაუდოდ სიონის ტაძარია, რადგან ნადიმამდე სწორედ სიონის ტაძარში მოეწყო მსვლელობა. მენიუზე ასევე გამოსახულია ყანწი, ჩონგური, სიმები – რომლებიც ეროვნულ “სულისკვეთებას” გამოხატავს.

 

მენიუ დაწერილია რუსულ ენაზე, ფონტი ორგვარია, სათაურისთვის მრგვლოვანი დამწერლობა გამოუყენებიათ, ხოლო დანარჩენი ტექსტი კი ხელნაწერის ტიპისაა.

 

მაშ ასე, რა წერია მენიუში?:

  • კიბორჩხალის კისრის წვნიანი
  • ბულიონი
  • სხვადასხვა ღვეზელი
  • ზუთხი დაგმარის სოუსში
  • ჯეირანის ჩალაღაჯი
  • პუნში გლიასე
  • კაკბის ხორცი
  • ფხალეულობა
  • ტკბილეული
  • ხილი
  • ჩაი და ყავა

 

ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში მენიუა, თორემ სიამოვნებით მოგაწვდიდით დამატებით ინფორმაციას თავად ამ ნადიმის მიზეზების შესახებ.

სტატიები

Leave a Comment