პატიოარტი სრულ სარეკლამო მომსახურებას სთავაზობს, თუმცა მისი ხერხემალი სარეკლამო საწარმოა. აქ კი არცერთი ორი შეკვეთა ერთმანეთს არ ჰგავს. ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დალაგებული ბიზნეს პროცესების არსებობა. სწორედ ამიტომ რამოდენიმე თვის წინ დაინერგა სასაწყობე მარაგების აღრიცხვისთვის საჭირო გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობი“. პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელია IBS. თვეში 300-ზე მეტი დიდი და მცირე საწარმოო პროექტის წარმატებით განხორცილება შეუძლებელი იქნებოდა საწყობის/მარაგების ავტომატიზების გარეშე.

 

პროგრამაში სარეკლამო მასალები პროექტების ჭრილში აღირიცხება, მასალების აღრიცხვა წარმოებს მახასიათებლის მიხედვით, რამდენიმე ზომის ერთეულში. სასაწყობე ოპერაციების ავტომატიზაცია, მარაგების კონტროლი და ექსპლუატაციის სიმარტივე – ეს იყო მთავარი მოთხოვნები. პროგრამის მეშვეობით მასალების აღრიცხვა წარმოებს პარტნიებისა და ვირტუალური საწყობების მიხედვით, მასალები რეზერვირდება თითოეული პროექტისთვის. გარდა ამისა მიმდინარეობს როგორც მარაგების მოძრაობის, ისე ყველაზე გამოყენებადი მასალების ანალიზი, ნაშთების კონტროლი და სხვა.

 

რა შედეგს იძლევა ეს და როგორ აისახება ეს კონკრეტულ შეკვეთაზე?

 

  1. უკეთესი ხარისხის ნაკეთობა
  2. გაზრდილი ეფექტიანობა
  3. უფრო კმაყოფილი დამკვეთი

 

გქონიათ ჩვენთან ურთიერთობა?

გაგვიზიარეთ, როგორია თქვენი ჩვენთან ურთიერთობის გამოცდილება?

სტატიები

Leave a Comment