2015 წლის 23 მაისს ასტრა პარკში გაიმართა შეჯიბრი კარტინგში ყველაზე სწრაფი სარეკლამო კომპანიის გამოსავლენად. მონაწილეობა მიიღო 7-მა სარეკლამო კომპანიამ.

 

დაძაბული და ემოციური შეჯიბრის შედეგად სარეკლამო სფეროს ყველაზე სწრაფი კომპანია და გუნდი გამოვლინდა. ინდივიდუალური შეჯიბრის მონაცემებით ყველაზე სწრაფი კომპანიის ტიტულის მფლობელი კომპანია პატიოარტი გახდა, მე-2 ადგილზე კომპანია სვიჩი გავიდა, მე-3 ადგილი კი სარეკლამო კომპანია მეტრო-ს ერგო. გუნდური შეჯიბრის შედეგად პირველ ადგილზე ასევე სარეკლამო კომპანია პატიოარტი გავიდა.

 

დეტალური შედეგები:

 

გუნდური შეჯიბრი

I ადგილი – “პატიო არტი” – 25.385 (წამი)

II ადგილი – “სვიჩი” – 25.502 (წამი)

III ადგილი “მეტრო” – 25.731 (წამი)

 

ინდივიდუალური შეჯიბრი

I ადგილი – “პატიო არტი” – 26.2554 (წამი)

II ადგილი – “სვიჩი” – 26.565 (წამი)

III ადგილი “მეტრო” – 26.8566 (წამი)

 

ჩვენი გუნდი  მარტო კარტინგში არ არის სწრაფი და შედეგიანი. მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი და შედეგიანი კომპანიის ტიტულის სახელის გამართლებას ყველა საქმეში ვპირდებით.

 

სტატიები

Leave a Comment