პოლიგრაფია
სარეკლამო სფეროში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე პოლიგრაფიაა. თუკი გიჩნდებათ კითხვა, რაში შეიძლება დაგჭირდეთ პოლიგრაფიული მომსახურება, შევეცდებით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
პოლიგრაფია ბევრი ნაწილისგან შედგება: ბუკლეტი, ფლაერი, პოსტერი, ბადე ბანერი, სტიკერი და კიდევ მრავალი.
მოგეხსენებათ, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია, საკმაოდ აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა კომპანიებში, ცნობადობის ასამაღლებლად, სხვადასხვა შეთავაზებების გასაკეთებლად, ფასდაკლებების შესათავაზებლად და ა.შ.
პოლიგრაფიაში ბეჭდვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ არ გადაგღალოთ, დაგელაპარაკებით ყველაზე გავრცელებულ სფეროზე – ოფსეტური ბეჭდვა. ეს მეთოდი ეყრდნობა ელექტროგრაფულ ბეჭდვის პრინციპს და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი დიდი ტირაჟის დაბეჭდვას ვაპირებთ.

 

შედარებით მცირე ტირაჟისთვის კი გამოიყენება ციფრული ბეჭდვა.
განვიხილოთ დეტალურად თითოეული პოლიგრაფიული ნაწარმი:
სტიკერი (პოლიგრაფია) – სტიკერი მზადდება თვითწებვადი ფირით, იბეჭდება, როგორც ვინილზე, ასევე სტიკერის ქაღალდზე და ისერება. შესაძლოა ამოსერვის გარეშეც გაკეთდეს. სტიკერის დიზაინი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დაბეჭდვა შეიძლება ნებისმიერი დიზაინის სტიკერის (საავტომობილო, დეკორატიული, საბავშვო თუ კედლის სტიკერები).
ბადე სტიკერი – ბადე სტიკერი სტიკერის ერთ-ერთი სახეობაა, ოღონდ განკუთვნილია მაღაზიის ვიტრინებზე, ავტობუსებზე და მანქანებზე დასაკრავად. მისი ზედაპირი დახვრეტილია პატარა რგოლებად და იკვრება შუშის ზედაპირზე.
პოსტერი (პოლიგრაფია) – პოსტერი არის მყარ მასალაზე გადაკრული გამოსახულება. ბანერის ბეჭდვის შემდგომ, ის გადაეკვრება მყარ მასალას, მაგალითად ორანულ მინას ან სპეციალურ ფირს. პოსტერის დიზაინი შესაძლოა მოგვაწოდოთ თქვენით ან, მისი არქონის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დიზაინერის მომსახურება. პოსტერი შესაძლოა ჩაისვას ჩარჩოში და განთავსდეს შენობაში ან მის გარეთ.
ბანერი (პოლიგრაფია) – როგორც, იცით ბანერი გარე რეკლამის ერთ-ერთი სახეობაცაა, თუმცა პოლიგრაფიაშიც გადის, რადგან პლოტერზე იბეჭდება. ბანერი შეიძლება განთავსდეს ბილბორდზე, ამ შემთხვევაში ხდება ბანერის გადაკვრა რკინის კონსტრუქციაზე, რომელიც შემდგომში მოთავსდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, შესაძლოა დაუყენდეს განათებაც, ან შესაძლებელია ბანერის გადაკვრა ჩარჩოზე და შემდგომში ამ ბანერის დამონტაჟება შენობის კედელზე. ბანერის დამონტაჟება ხდება შემდეგნაირად, საჭიროა ამწე (იგივე მზიდი მანქანა) ან ალპინისტისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, იმისთვის, რომ კონსტრუქცია სიმაღლეზე დამაგრდეს.
ბადე ბანერი – იგივე ბანერი, ოღონდ გაცილებით დიდი ზომის. ბადე ბანერის ბეჭდვა იმდენივე ფერის გამოყენებით შეძლება, რამდენსაც ჩვეულებრივი ფართოფორმატიანი ბეჭდვისას ვიყენებთ. მისი უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:
მსუბუქი
ატარებს ჰაერს (შესაბამისად ქარს და დროს უძლებს),
შენობაზე გაკვრის შემთხვევაში, იცავს მას მტვრისგან,
ჩანს შორი მანძილიდან და დიდი რაოდენობის მომხამრების ყურადღებას იქცევს.

პლაკატები (პოლიგრაფია) – პლაკატი სარეკლამო სფეროს ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. მათი დანიშნულებაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდოს ინფორმაცია აქციებსა თუ ღონისძიებებზე. პლაკატის დიზაინსა და პლაკატის დამზადებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოლიგრაფიაში.
პლაკატის დაბეჭდვა ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე, მნიშვნელოვანია ქაღალდს მივაღებინოთ ნებისმიერი შეფერილობა, რომელიც დამკვეთისთვის მნიშვნელოვანია. საუკეთესო პლოტერი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მიიღოს სასურველი დიზაინის პლაკატი, არის „როლანდი“, რომელიც პატიო არტს აქვს შესყიდული სპეციალურად იმისთვის, რომ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია დაამზადოს საკუთარი მომხმარებლისთვის.
სარეკლამო ფურცლები, რეკლამის სფეროში ძალიან ხშირად და აქტიურად გამოიყენება. გავრცელბული ზომა A4 თუმცა, სარეკლამო ფურცლის სპეციფიკიდან და დიზაინიდან გამომდინარე, ეს ფორმატი შეიძლება შეიცვალოს კიდეც. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ბუკლეტი – ფურცელი, რომელზეც ინფორმაცია რამდენიმე ნაწილად არის განთავსებული. თუკი ბუკლეტი გჭირდებათ იმისთვის, რომ დაარიგოთ პრეზენტაციებზე ან გამოფენებზე, მაშინ სასურველია ქაღალდის ხარისხი იყოს მაღალი, ხოლო თუ ქუჩაში დასარიგებლად გჭირდებათ, მაშინ შედარებით იაფასიანი მასალის შერჩევაც შეიძლება.
ბროშურა – ბუკლეტისგან განსხვავება მეტ ინფორმაციას შეიცავს. ბროშურას დიზაინი განსხვავდება იმით, რომ მას მეტი გვერდი აქვს და მეტად ინფორმატიულიც არის, შესაძლოა ბროშურა შეიცავდეს პროდუქტის მახასიათებლებს ან კატალოგს. ისეც ხდება, რომ ბროშურას დიზაინი პატარა წიგნსაც წააგავს, ხოლმე.
ფლაერი – ფლაერი შედარებით პატარა სარეკლამო ფურცელია. ამიტომაც მასზე განთავსებული ინფორმაცია მაქსიმალურად ლაკონურია. იმის გამო, რომ ის გაცილებით პატარაა, ფლაერის ბეჭდვისას მკვეთრ ფერებს იყენებენ.
ტრიპლეტი – ტრიპლეტი, ასევე სარეკლამო ფურცლის ერთ-ერთი სახეობაა. სხვაობა ფალერსა და ტრიპლეტს შორის მხოლოდ დიზაინშია. ტრიპლეტი სამად გადაკეცილი ფლაერია.
სავიზიტო ბარათები (პოლიგრაფია) – სავიზიტო ბარათი, თქვენი და თქვენი კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. ბარათებს ვურიგებთ მომხმარებელს, რომელსაც ექმნება გარკვეული წარმოდგენა ჩვენზე. ამიტომაც აუცილებელია, სავიზიტო ბარათის დიზაინი სრულად შეეფერებოდეს ჩვენი საქმიანობის სფეროს.
დიზაინის შერჩევის შემდგომ ბარათის დაბეჭდვა ხდება ციფრულად – მცირე ტირაჟის შემთხვევაში, ან – ოფსეტურად, დიდი ტირაჟით.
მასალა ქაღალდისა, რომელზეც გვინდა დავბეჭდოთ ბარათი, არის განსხვავებული (ცარცის ან ტილოსი) შესაბამისად განსხვავებაა ბარათის ღირებულებებს შორისაც.
რა ვარიანტები არსებობს სავიზიტო ბარათების დაბეჭდვისას:
ლამინირება – ბარათის დიზაინი, როდესაც ბარათი მთლიანად არის დაფარული პრიალა ლამინატით, რომელიც იცავს ბარათს დაზიანებისგან.
მატოვი – როდესაც ბარათი არის მთლიანად გლუვი, არაფრით არის დაფარული, რის გამოც შეიძლება მარტივად დაზიანდეს, თუმცა უფრო დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურება.
რელიეფური ეფექტი – ბარათის დიზაინი, როდესაც დატანილი ლოგოები ან ასოები, რომლებიც დატანილია ბარათზე არის ამობურცული და გამოყოფილი.
შერჩევითი ლაკი – ბარათის დიზაინი, როდესაც დატანილი ლოგოები ან ასოები არის ლაკით დაფარული, დარჩენილი ადგილი კი მატოვია.
გარდა სავიზიტო ბარათებისა, ჩვენ ვამზადებთ საახალწლო, მისალოც და სხვადასხვა ტიპის ბარათებსაც. რა თქმა უნდა დიზაინის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ბარათის დიზაინის მომსახურებაც.

პოლიგრაფიის ფასები
როგორც დავინახეთ, სარეკლამო ფურცლების დიდი არჩევანი გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ რთულია სათითაოდ ჩამოვთვალოთ თქვენთვის სასურველი პროდუქციის ფასი, რომელიც განისაზღვრება დიზაინით, ზომით, ფორმით, მასალის ხარისხით და ბეჭდვის თავისებურებებით.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე და ჩვენი პორექტის მენეჯერები ინდივიდუალურად გამოგითვლიან მომსახურების ღირებულებას.

სტატიები

Leave a Comment