როგორი იყო რეკლამა მე-19 საუკუნეში? რა სახის განცხადებები ქვეყნდებოდა? როგორ გამოიყურებოდა მაგალითად მაშინდელი მანიუ? როგორ ეცვათ მაშინდელ ვაჭრებს? როგორ გამოიყურებოდა მაშინდელი დუქანი, მატყლით მოვაჭრე, შეშით მოვაჭრე, ცნობის ფურცლის დამტარებელი, პოსტერი, განცხადება, ტენტი და ა.შ.

 

სარეკლამო კომპანია პატიოარტი პირველი რიგში ქართული საწარმოა, სადაც სარეკლამო პროდუქცია მზადდება, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენთვის ქართული ისტორია და ფასეულობები უმაღლესი პრიორიტეტია. ჩვენ ახლახან გავაახლეთ ვებსაიტი და დავსვით მთავარი შეკითხვა: რა სახის ინფორმაცია იქნებოდა საინტერესო ჩვენი აუდიტორიისათვის? პასუხის ძიებაში ერთი ძალიან კარგი იდეა გაგვიჩნდა …

 

ქართველ მარკეტერთა დიდ ნაწილს ჰგონია, რომ საქართველოში რეკლამა „ახალი ხილია“ და მისი ისტორია მაქსიმუმ ბოლო 20 წელიწადს წვდებოდეს. თუმცა რეკლამა ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის კეთდებოდა საქართველოში მთელი მისი ისტორიის მანძილზე. ცხადია ფარნავაზის დროინდელ განცხადებებს, ან კიდევ დავით აღმაშენებლის დროინდელი ბაზრის დახლის სურათებს ვერსად ვნახავთ, მაგრამ გარკვეული ვიზუალური მასალების ნახვა ნამდვილად შეიძლება ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში. დიდი ძებნის და ფიქრის შემდეგ შესანიშნავი იდეა დაგვებადა: შევისწავლოთ საქართველოში რეკლამის ისტორია და ჩვენს მარკეტერებს, ისევე როგორც დაინტერესებულ საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი „აღმოჩენები“.

 

რატომ ვიწყებთ მე-19 საუკუნით? იმ პერიოდში გამოდიოდა გაზეთები, იბეჭდებოდა პოსტერები, პლაკატები, განცხადებები, კეთდებოდა გარე რეკლამა. უამრავი მასალა ვნახეთ, რომელსაც ეტაპობრივად გიჩვენებთ მორიგ სტატიებში.

 

პოსტერი რომელსაც ზემოთ ხედავთ სპეციალურად დაამზადა პატიოარტის სუპერ დიზაინერმა – შოთა ფუნთუშაშვილმა იმ „ნაღები“ მასალებით, რაც უკვე გვაქვს შეკრებილი. ასე გამოიყურებოდა მე-19 საუკუნის: დუქანი, მატყლით მოვაჭრე, შეშით მოვაჭრე, ცნობის ფურცლის დამტარებელი, პოსტერი, განცხადება. ტენტი მაშინაც ჰქონდათ დუქნებს, მაგრამ ეს ტენტი უკვე ჩვენი შემოქმედებაა 🙂

 

ნახეთ, გაეცანით და გააზიარეთ ქართული რეკლამის ისტორია.

ვიცნობდეთ ჩვენს ფესვებს!

სტატიები

Leave a Comment