მანქანის ბრენდირება ან მანქანის გასტიკერება – ის რამოდენიმე ტერმინია რომელიც ამ მომსახურების ასაღწერად გამოიყენება. იდეა მარტივია: მანქანაზე ეკვრება სტიკერი, რომელიც სპეციალურადაა საამისოდ დახატული/გამზადებული/დაბეჭდილი.

 

ვის სჭირდება? დისტრიბუციის მანქანებს, კურიერული სამსახურის მანქანებს და პრინციპში ყველას, ვისაც სურს რომ მისი კომპანიის ავტომობილმა არა მხოლოდ „იაროს“ არამედ ასევე „საქმეც აკეთოს“, ანუ სათანადო გზავნილი „ჩააწოდოს“ მომხმარებელს. როგორც წესი ასეთ გზას მიმართავენ ისეთი კომპანიები, რომლებიც პროდუქტს მოსახლეობის ფართო ფენებისათვის აწარმოებენ. და ეს მუშაობს! ხოლო თუ განსაკუთრებულ დიზაინს მოიფიქრებ და მანქანაზე დაიტან, შეიძლება სერიოზულად დადებითი PR-იც კი მიიღოთ კომპანიისა და პროდუქტისათვის.

 

ავტომობილის ბრენდირების საქმეში რამოდენიმე ეტაპია და თითოეული მინდა მოკლედ მიმოვიხილო:

 

  1. დიზაინი. ავტომობილის ბრენდირება დიზაინით იწყება. ხდება მანქანის ზომიების აღება, დასასტიკერებელი ადგილების დადგენა, შემდეგ იქმნება დიზაინი, 3D მოდელში ხდება იმის სიმულაცია, თუ როგორი იქნება დაბრენდილი მანქანა. თუ მოთხოვნაა რამე „განსაკუთრებულზე“, მაშინ დიზაინერის გონება „სხვაგვარად“ შეიძლება ჩაირთოს და ამუშავდეს. ამ ეტაპზე შეიძლება პროდუქციის ფოტოგადაღებაც კი მოხდეს თუ დამკვეთს არა აქვს ხარისხიანი სურათები.

 

  1. ბეჭდვა. სტიკერის მრავალი სახეობა არსებობს ნაკლებ ხარისხიანიდან მაღალ ხარისხიანამდე. ბეჭდვაც სხვადასხვანაირად შეიძლება გაკეთდეს. ამოცანიდან გამომდინარე დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ადგილზე წყდება ამ კონკრეტულ საქმეს რა სჭირდება. გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია ფასიც ისე, რომ თქვა რა რა შეიძლება დაჯდეს ამა თუ იმ ამოცანის შესრულება თავიდან რთულია.

 

  1. სტიკერის დაკვრა მანქანაზე. ამ დროს ავტომობილი გარეცხილი და სუფთა უნდა იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს ზედაპირის სიგლუვეს, რომ სტიკერის დაკვრის დროს ჰაერის ბუშტები არ ჩარჩეს. ამ საქმეს გაწაფული ხელი სჭირდება და ეს ადვილი საქმე არ გეგონოთ, განსაკუთრებით თუ ხარისხიანად გვინდა სტიკერის დაკვრა. ამ დროს სტიკერში ზედმეტი ხვრელის ან ჩაჭრის გაკეთებაც კი არ უნდა მოხდეს.

 

  1. ვადა და ბიუჯეტი. ეს ორი ფაქტორი მთლიანად დამოკიდებულია ამოცანის მოცულობაზე და სირთულეზე. ამიტომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა დამკვეთთან საუბარი, სანახავია მანქანა, ასაღებია ზომები. მხოლოდ მას შემდეგ რაც დაზუსტდება ტექნიკური ამოცანა, შესაძლებელია ვადის და ფასის თქმა. ნებისმიერ შემთხვევაში გექნეთ ჩვენი გვერდში დგომის იმედი.

 

ქვემოთ გიჩვენებთ რამოდენიმე ნამუშევარს, რომლებიც ჩვენი გაკეთებულია პატიოარტში.

 

სარეკლამო კომპანია პატიოარტში მანქანის ბრენდირება დიდი ხანია ხდება. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და წვრილი კომპანიები, რომელთათვისაც მნიშვნელოვნაია ხარისხი. დაგვიკავშირდით და დარწმუნდებით, რომ ჩვენთან ჯობია. დაგვირეკეთ ეხლავე +995 (32) 2 37 63 57.

სტატიები

Leave a Comment