რეკლამას საქართველოში ღრმა ფესვები აქვს. სარეკლამო კომპანია პატიოარტის პროექტის – „რეკლამა მე-19 საუკუბის საქართველოში“ ფარგლებში ისეთ აღმოჩენებს ვპოულობთ, რომ ხანდახან აღფრთოვანებასაც ვერ ვფარავთ. აი კიდევ ერთი “მარგალიტი” – სადაზღვევო კომპანიის [ახლებურად], ძველებურად კი დამზღვევი საზოგადოების რეკლამა.

 

სადაზღვევო მომსახურება საქართველოში თურმე მე-19 საუკუნის ბოლოშიც არსებობდა. მაგრამ როგორ აკეთებდა იგი რეკლამას? რა თქმა უნდა იმ დროის პერიოდულ პრესაში, კერძოდ კი ცნობის ფურცელში. აი 118 წლის წინ ცნობის ფურცელის 1897 წლის 144-ე გამოცემაში დამზღვევი საზოგადოება „იაკორი“-ს მიერ გაშვებული განცხადების ტექსტი.

 

 

ყურადსაღებია, რომ განცხადება მშვენივრადაა დაფორმატებული, ტექსტი ორ ენაზეა და მოცემულია არა მხოლოდ თეორიული დებულება, არამედ ახსნილია პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე [კლიენტის განათლება … ხომ გესმით?].

 

** მასალა ქვეყნდება სარეკლამო კომპანია პატიოარტის პროექტის -„რეკლამა მე-19 საუკუნის საქართველოში“ ფარგლებში.

სტატიები

Leave a Comment