რამოდენიმე დღის წინ ოფისში მისულებს ეს საინფორმაციო დაფა დაგვხვდა წასაღებად გამზადებული. თვალს ვერ ვაშორებდით იმდენად დახვეწილად და ეფექტურად გამოიყურებოდა. ბევრი სურათი გადავუღეთ, მაგრამ ვერაფრით ვერ ავსახეთ მთელი ის დიდებულება და ბოლოს … თავადაც ხედავთ, მაინც მოვახერხეთ.

 

მართლა მაგარი ნამუშევარი გამოვიდა …

ვერაფერს იტყვი …

დიდი რუდუნებით წაიღეს ბიჭებმა და დააყენეს სავაჭრო ცენტრში …

ამიერიდან მერანის სტუმრები ადვილად დაკვალიანდებიან უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში!

 

სავაჭრო ცენტრი მერანი სულ მალე იტყვის თავის სერიოზულ სიტყვას თბილისში. მდებარეობს რუსთაველზე. სარეკლამო კომპანია პატიოარტი შიგა ნავიგაციის ატრიბუტებს აკეთებს. სამუშაო თვეზე მეტია რაც დაიწყო და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სანავიგაციო დაფა, სტენდი და ლაითბოქსი დამზადდა, მაგრამ ეს კონკრეტული საინფორმაციო დაფა იმდენად უნიკალური გამოდგა, რომ დაუფიქრებლად „გავიმეტეთ“ საიტზე დასადები სტატიისათვის!

სტატიები

Leave a Comment