ამ ორიოდ კვირის წინ სარეკლამო კომპანია პატიოარტმა ვებსაიტი გააახლა და ინტერნეტ აქტივობა გააქტიურა. დაწყებისთანავე შევნიშნეთ, რომ ჩვენს მომხმარებელს განსაკუთრებით აინტერესებს ისეთი ტიპის სტატია, სადაც ის მეტად გაერკვევა სარეკლამო საქმის სპეციფიკაში. სწორედ ამიტომ დღეს სიღრმისეულად გესაუბრებით საოფისე ბეჭდების თემაზე.

 

საოფისე ბეჭედი – ყველა ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის აუცილებელი ელემენტია. იყო დრო, როცა საქართველოში მოქმედ ორგანიზაციას აუცილებლად უნდა ჰქონოდა იგი, მაგრამ დღეს ეს აუცილებლობა კანონით არ არის. იმისათვის, რომ დოკუმენტი იქცეს იურიდიულ დოკუმენტად, საკმარისია მხარეების მხოლოდ ხელმოწერები და თარიღი, ბეჭედი არ სჭირდება.

 

მიუხედავად ამისა საოფისე ბეჭედს საკმაოდ ხშირად უკვეთავენ პატიოარტში, ინდ. მეწარმეებიც კი. რატომ უკვეთავენ თუ აუცილებლობა არ არის? ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენთან რატომ უკვეთავენ ამას ადვილად აგიხსნით: ხარისხი, დამზადების სისწრაფე, მისაღები ფასი და ა.შ. ისაა, რაც ყველა დამკვეთს აინტერესებს. ფასი 30 ლარიდან იწყება და კონკრეტულ დაკვეთაზეა დამოკიდებული. დამზადების ვადა ჩვეულებრივ 1-2 დღეა. თუ დამკვეთს დიზაინიც მზად აქვს, მაშინ 1 დღეშიც ვამზადებთ.

 

როგორი ტიპის საოფისე ბეჭდებს გთავაზობთ?

 

[აქვე გეტყვით, რომ ყველა ბეჭდის დიამეტრი ან 30 ან 40 მილიმეტრია, დამკვეთის გემოვნებიდან გამომდინარე შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა ზომის, ფერის, კონსტრუქციის ბეჭდები]

 

საოფისე ბეჭედი პლასტმასის კორპუსით – როგორც ხედავთ მცირე ზომისაა, მაგრამ საკმაოდ იოლი მოსათავსებელია ჯიბეშიც კი. ერთი ნაკლი აქვს ის, რომ კორპუსი პლასტმასისაა და მიუხედავად სიმყარისა, მაინც არ არის დიდ დეფორმაციაზე გათვლილი. დიდხანს მოგემსახურებათ თუ რა თქმა უნდა გრანიტის ქვაფენილზე მთელი ძალით არ დაახეთქებთ.

 

საოფისე ბეჭედი ალუმინის კორპუსით – ოდნავ უფრო მძიმეა, მაგრამ მცირე ზომისაა და გაცილებით მყარი, ვიდრე პლასტმასის კორპუსის ან მექანიზმის ბეჭდები. ქვედა ძირი სახრახნისით ემაგრება. შეიძლება ბრენდირებაც. გარე საფარი ელავს, რის გამოც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება.

 

საოფისე ბეჭედი მექანიზმით და ბალიშით – უმრავლესობა ბეჭდებისა ამ ტექნოლოგიით მზადდება. ფრიად მოხერხებულად იკეცება. ჯიბით სატარებლად მთლად გამოსადეგი ვერაა, მაგრამ თავის ყუთს თუ მოუძებნით, უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ. აქვს ბალიში, რომელშიც ისხმება მელანი. თუ მოუვლით მრავალი წელი გემსახურებათ.

 

საოფისე ბეჭედი ჯიბის, მექანიზმით – მოსახერხებელია თუ ბეჭდის ტარება ჯიბით გიწევთ. განსხვავებული დიზაინი აქვს. მაინცადამაინც ხშირად ეს არ უნდათ ხოლმე, მაგრამ ამის დამზადებაც შეგვიძლია.

 

ე.წ. „მაუსი“ – სუპერ მოსახერხებელი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა, რომელსაც ხშირად გვიკვეთავენ. ოღონდ კორპუსი პლასტმასის აქვს და მაინც, ჯობია არ დააგდოთ რამე მყარ საფარზე.

 

მშრალი ბეჭედი – ეს სახეობა იშვიათად უნდათ ხოლმე. ამის მთავარი ღირსებაა, რომ ფურცელზე რელიეფურად ამოსახავს ბეჭედს. ეს მეტად გამოსადეგი ფუნქციაა თუ მაგალითად ბეჭედამოტვიფრული ოქროს ვარსკვლავი [სტიკერი] გინდათ დაკრათ სერტიფიკატზე და ისე გადასცეთ ადრესატს.

 

შტამპი – მოცულობით დიდი [შედარებით], მაგრამ საკმაოდ პრაქტიკული შტამპია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი. მთავარია სიფრთხილე, თორემ … პლასტმასის მექანიზმია მაინც.

 

ჯიბის შტამპი – განსაკუთრებით სასარგებლოა თუ მისი მგზავრობისას ტარება გიწევთ. კონსტრუქცია პლასტმასისაა და გარკვეული სიფრთხილე მოხმარებისას საჭიროა.

 

ხელის შტამპი – დიდი ზომის შტამპი, რომელიც შეიძლება ხშირად შეგხვდეთ ადმინისტრატორების ან ბუღალტრების მაგიდებზე.

 

დიზაინი

 

ბეჭდის დამზადება ცხადია ითხოვს დიზაინსაც. თუ დამკვეთს დიზაინი თან აქვს, მაშინ ეს საქმეს ამარტივებს, ამცირებს დროს და ღირებულებას. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი დიზაინერები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ დამკვეთმა იამაყოს მიღებული შედეგით.

 

დაგჭირდათ საოფისე ბეჭედი? დაგვირეკეთ +995 (32) 2 37 63 57

სტატიები

Leave a Comment