ტექსტი:

“პატიო არტმა” გადაწყვიტა საკონკურსო ფესტივალ “ეპიკას დღეებზე”  განსხვავებული ნამუშევრის წარმოდგენა და სარეკლამო ისტორიის გაცოცხლება.

ჯერ კიდევ 1800-იან წლებში საქართველოში რეკლამამ ფეხი მოიკიდა. სხვადასხვა სახის კუსტარულად დამზადებული გარე რეკლამები, საგაზეთო განცხადება-რეკლამები და ქუჩებში გაკრული პოსტერები – ეს იმ პერიოდის სარეკლამო ინდუსტრიაა.

საინტერესოა თუ ძველ დროში როგორი ტიპის რეკლამებს ათავსებდნენ, რა სახის ინფორმაციას ატანდნენ და როგორ ცდილობდნენ სამიზნე სეგმენტის მოხიბვლას.

“პატიო არტი” შეეცადა დაემზადებინა ძველებური პოსტერებითა და განცხადებებით დახუნძლული სტენდი, რომლის დათვალიერების საშუალება “ეპიკას დღეებზე” დამსწრე ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

სხვა დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ფოტო-გალერეა.

სტატიები

Leave a Comment