ვინ არ იცის რომ რეკლამა, ცნობადობა უმნიშვნელოვანესია ბიზნესის განვითარებისათვის. მაგრამ როგორ შეიძლება კომპანიამ რომელსაც ცნობადობის გაზრდა სურს, მცირე ხარჯებით გააკეთოს ეფექტური რეკლამა? დიახ, რეკლამა მცირე ხარჯებით. წარმოუდგენლად ჟღერს არა? დღეს შეუძლებელი ნამდვილად არაფერია!

ჭიქის ბრენდირება რეკლამის სფეროში საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს. იგი ხშირად ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო და უსწრაფესი გზაცაა. მაგრამ როგორ უნდა გახდეს უბრალო პოლიეთილენის ან ქაღალდის ჭიქა პოპულარული და განსაკუთრებული? ისეთი რომ ყველას დააინტერესოს, ყველამ მასზე ილაპარაკოს?

აი რა უნდა იცოდეთ:

  1. ჭიქის ბრენდირება საუკეთესო გზაა ნივთების გასაცოცხლებლად და ასევე რეკლამის ან ინფორმაციის მიზნობრივ აუდიტორიაში გავრცელებისთვის. დატანილი მცირე ლოგო ან გამოსახულება გახსენებს რაღაც პროდუქტის ან ფირმის არსებობას, გაინტერესებს, გიზიდავს და თავს გამახსოვრებს. თქვენ სვამთ ყავას, მიირთმევთ ნაყინს რომელიც მოთავსებულია ბრენდირებულ ჭიქაში და ეს უკვე რაღაც განსაკუთრებული მომენტია. ამ გზით თქვენ გამოხატავთ ამ კომპანიის ან პროდუქციის მიმართ პატივისცემას, ნდობას, და გარშემომყოფებიც იღებენ ინფორმაციას მისი არსებობის შესახებ. ისევე როგორც თქვენი თავის ასოცირებას ახდენთ ბრენდთან.
  2. ჭიქაზე შეიძლება გადაიტანოთ სასურველი სურათი, წარწერა, ლოგო, ნებისმიერი ტექსტი, რომელიც სწრაფად აღსაქმელია. მინის, ქაღალდის, პოლიეთილენის, კარდონის, ერთჯერადი ჭიქების უამრავ “არსენალში” ჭიქაზე ბრენდირების იდეის წყალობით ჭიქა ყურადღებას ადვილად მიიპყრობს. ჭიქაზე პრაქტიკულად ყველა სახის დიზაინის დატანა შეიძლება. გამოსახულების გადატანის დროს ჭიქა არ ზიანდება, უძლებს ნებისმიერ თერმულ დაზიანებას და ხდება გამორჩეული ნივთი როგორც პირად, ასევე რეკლამის გამავრცელებელი ნივთების “არსენალში”.
  3. სურათზე წარმოდგენილია ბრენდირებული ჭიქა, რომელიც პატიოარტში კერძო პირის დაკვეთით დამზადდა. ასეთი ჭიქის დამზადების ფასი 10 ლარიდან იწყება. შესაძლებელია ჭიქის ვარიანტების არჩევა, შეგიძლიათ თქვენი ჭიქა მოიტანოთ, შეგიძლიათ თქვენი დიზაინი გქონდეთ ან ჩვენმა დიზაინერმა დაგიმზადოთ. მოკლედ ვარიანტები აქ ბლომადაა …

თქვენ მხოლოდ გონება ჩართეთ და ისურვეთ … შეარჩიეთ თქვენი საყვარელი მოვლენის ამსახველი ფოტო ან თქვენი კომპანიის ლოგო და გახადეთ მომხმარებელთან კავშირი უფრო ცოცხალი. იდეის განხორციელებაში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

სტატიები

Leave a Comment