15 წლის წინ ღონისძიებებზე პრეს ბანერი რკინის კონსტრუქციით მეტად დიდი იშვიათობა იყო. ჩვეულებრივ ბეჭდავდნენ უბრალო ბანერს, რომელსაც შემდეგ ჩამოჰკიდებდნენ ხოლმე სადმე კედელზე. შემდეგ კი ვიდეო გადაღებისას [სწორედ რომ ვიდეო გადაღებისას ძირითადში] მის ფონზე პოზიორობდნენ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს ღონისძიება არ ჩატარდება თუ იქვე სადმე პრეს ბანერი, როლაპი ან რამე მსგავსი არ არის დაყენებული. ისმის შეკითხვა: რატომ არის აუცილებელი პრეს ბანერი დღეს?

 

3 მიზეზს გეტყვით და შემდეგ თვითონ განსაჯეთ:

 

  1. პრეს ბანერი უბრალოდ სოლიდურია. ამით თქვენ პატივს სცემთ ორგანიზატორებს, წარმოაჩენთ რა მათ ლოგოებს საზოგადოების წინაშე. აქ ერთი პრაგმატული მიზეზიც არის. შეიძლება იყოს სპეციფიკური ინფორმაცია [სახელწოდება, დასახელება, რამე ტექსტი], რომელიც გინდოდეთ რომ ღიად აჩვენოთ.

 

  1. 10 წლის წინ ფანრიანი ნოკიაც კი პროგრესად ითვლებოდა, სმარტფონებს არ ჰქონდათ განვითარებული ფოტოს გადაღების ფუნქცია და პრეს ბანერის ფონზე პოზიორობა აქტუალური თემა საერთოდ არ იყო. ღონისძიებაზე მიიწვევდნენ ფოტოგრაფს, რომელიც გადაიღებდა სურათებს, შემდეგ კი იმ სურათებს ბეჭდავდნენ. დღეს კი ყველას სმარტფონი აქვს და ყველგან სურათებს იღებს. თქვენ კი უნდა „ხელი შეუწყოთ“ ადამიანის ამ საჭიროების დაკმაყოფილებას, მით უმეტეს, რომ ამაში ხეირი თქვენთვისაც არის.

 

  1. დღეს ღონისძიებაზე მისულ „გამოპრანჭულ“ ადამიანს სურს „cool“ გამოჩნდეს და ეს მის სამეგობროს გაუზიაროს. ადამიანი ყველგან იღებს სურათებს და შემდეგ სოციალურ ქსელში აზიარებს. გქონდეს პრეს ბანერი ღონისძიებაზე ნიშნავს მისცე შენს სტუმარს „გამარიაჟების“ საშუალება და პარალელურად გაინაღდო მის სოციალურ ქსელში შენი ბრენდის გამოჩენა. უფასო publicity 🙂 ხომ გესმით 🙂

 

რაც უნდა გაითვალისწინოთ არის შემდეგი:

 

  1. ყურადღება მიაქციეთ დიზაინს;
  2. გაითვალისწინეთ, რომ დიდი პრეს ბანერი მძიმეც არის, ვინაიდან რკინის კონსტრუქციაზეა ბანერი გადაკრული გადასატანად 2 ადამიანი მაინც იქნება საჭირო;
  3. ტრანსპორტირება სჭირდება და შემდეგ შენახვა;

 

დავამატებ, რომ პატიოარტში ჩვენსავე საწარმოში ვამზადებთ პრეს-ბანერებს, რის გამოც ფასების ფრიად ხელსაყრელია. თან არა მხოლოდ ვამზადებთ, არამედ ტრანსპორტირებასაც უზრუნველვყოფთ. ხანდახან ვინახავთ კიდეც. ასე რომ თუ ეს მომსახურება დაგჭირდათ …

სტატიები

Leave a Comment