დიზაინი

 პატიო არტ – დიზაინი

 

დიზაინის სრული სერვისი:

  1. ლოგო
  2. ბრენდბუქი (ბრენდ სახელმძღვანელო)
  3. ინტერიერი
  4. ექსტერიერი
  5. შეფუთვა
  6. არქიტექტურა

დიზაინი არ არის ის როგორ გამოიყურება ის ან რა გრძნობას იწვევს  , დიზაინი არის როგორ მუშაობს ის- ძნელია სტივ ჯობს არ დაეთანხმო. ( Steve Jobs once said that design is not just what it looks like and feels like. Design is how it works.)

რა ქმნის კარგ დიზაინს? მხოლოდ იდეა?

რა თქმა უნდა იდეა მნიშვნელოვანია მაგრამ  ასევე აუცილებელია შემდეგი დეტალები:  კრეატიული აზროვნება, გემოვნებით განსაზღვრული ფერთა გამა, პროპორცია,კონცენფიის წინ წამოწევა , ადვილად აღქმადი და დასამახსოვრებელი ფუქნციონალი, ასევე გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ასპექტები ,(მოწონება, შეგრძნება,იდენტიფიცირება)  რადგან დიზაინი ქმნის ემოციურ და სახასიათო სიგნალს მაყურებელში და სწორედ ამ განწყობით იმახსოვრებს მას.  კარგი დიზაინი კარგი შთაბეჭდილებაა.

ფაქტი  ერთია: დიზაინი დიდ როლს თამაშობს ბრენდის წარმატებაში, ეს ის  მამოძრავებელი ღერძია რომელზედაც დამყარებულია პროდუქტის ცნობადობისა და მისი წარმატების ზრდის  საიდუმლო.

თანამედროვე სარეკლამო სამყაროში  მისი გამოყენების არეალი საკმაოდ ფართო და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. უპირველესად  ის ხშირად გვხვდება პოლიგრაფიაში : ფლაერი, ბუკლეტი, სავიზიტო ბარათები, მენიუ, მოსაწვევი , ბანერი  და ა,შ

რადგან ის უღვივებს მომხმარებელს ინტერესს და ვიზუალური  აღქმის ხარჯზე ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას. თუ დიზაინი გემოვნებით არ იქნება შერჩეული, წარწერა შეუფერებელი ზომისაა ან ტექსტი არაა მიზანმიმართული  ყოველი ცდა ამაოა. ამგვარად

კარგი დიზაინით დამზადებული პოლიგრაფიული მასალა- იტევს როგორც ვერბალურ, ასევე ვიზუალურ ინფორმაციას, ხოლო მის გარეშე ყოველი  თქვენი რეკლამა ფურცლის უბრალო ნაგლეჯი იქნება.

გარდა პოლიგრაფიისა დიზაინი გადამწყვეტ როლს  თამაშობს ინტერიერის დიზაინის შექმნისას. მისი საშუალებით შესაძლებელია  განისაზღვროს ყოველი დეტალი და სამომავლო პროექტის პროგნოზის საშუალება მოგვეცეს. რომ არა ინტერიერის დიზაინი, შეუძლებელი იქნებოდა შეგვექმნა სატელევიზიო სტუდიები, დაგვეგემა შიდა და გარე  სივრცე და გვემსჯელა მის წარმატებაზე .

დიზაინი  ასევე ბრენდ ბუქის შექმნის აუცილებელი დანამატია.     ბრენდბუქი ბრენდის ელემენტების ერთობლიობაა და ის განსაზღვრავს როგორ უნდა განაგრძოს ბრენდმა არსებობა, როგორ უნდა დაიმკვიდროს თავი სამომხმარებლო ბაზარზე, ეს არის ბრენდის სტრატეგიიის ე.წ გაიდლაინია, სადაც განსაზღვრული  დიზაინის გამოყენების  ყველა ასპექტი პოლიგრაფიული ნაწარმის დამზადებიდან  დასრულებული ვებ გვერდის დამზადებისთვის განსაზღვრული ფერები, ფორმა, დიზაინის კრიტერიუმები და კონცეფციის გამოხატვა.

ამდენად დიზაინის გარეშე ძნელია სარეკლამო ან სამომხმარებლო ბაზარზე წარმატების მიღწევა ის  წარმოაჩენს ბრენდის ღირსებას და თქვენი ” მესიჯია” უცნობი აუდიტორიის წინაშე.

“პატიო არტის”  დიზაინერთა გუნდმა  იცის როგორ უნდა აქციოს იდეა  საუკეთესი დიზაინის ფორმად, ხოლო დიზაინი როგორ   გახდეს  ის  მექნიზმი  რომელიც  თქვენი ბრენდის   წარმატებსთვის  იმუშავებს  . იშვიათია გუნდი, რომელსაც დიზაინის მიმართულებით მრავალხმრივი გამოცდილება აქვს და ერთნაირი წარმატებით შეუძლია შეასრულოს/დაამზადოს ლოგოს დიზაინი, ბრენდბუქი, სატელევიზიო სტუდიების დიზაინი, პოლიგრაფიული მასალა,  ვებ გვერდი  , შიდა და გარე ინტერიერისთვის საჭირო ვიზუალური მასალა.