დიდი შანსია ინგლისური მშვენივრად იცოდეთ, ამიტომ თავშივე დავწერ ბმულებს რომ დეტალებში პირველწყაროსთან გაერკვეთ:

https://www.facebook.com/AdBlackSea

http://adblacksea.com/

 

რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ღირს, რომ ცალკე გამოვყო:

  1. ორგანიზატორები: საქართველოს კომუნიკაციის საააგენტოების ასოციაცია და უკრაინული All-Ukrainian Advertising Coalition;
  2. მონაწილეობა: ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან წარმოდგენილი ნამუშევარს/კომპანიას. ნამუშევრების წარდგენა ხდება ელექტრონულად;
  3. ვადები: ნამუშევრების წარდგენის დედლაინია 4 სექტემბერი. საშვების შესყიდვის დედლაინი კი 11 სექტემბერი. უშუალოდ ფესტივალი ტარდება 24-27 სექტემბერს ბათუმში;
  4. კატეგორიები: საუკეთესოები გამოვლინდებიან 3 კატეგორიაში: 1) საუკეთესო ვიდეო და სხვა ბრენდირებული შინაარსი, 2) საუკეთესო პოსტერის/პრინტის დიზაინი, 3) საუკეთესო იდეა;
  5. ჟიური: ქართველი და უცხოელი პროფესიონალები, რომელთაც იციან თავისი საქმე;
  6. ნამუშევრის წარდგენის ფასი: თითო ნამუშევარზე 50-დან 90 ევრომდე [წარდგენილი ნამუშევრების რაოდენობის მიხედვით]. 20% ფასდაკლება მათთვის, ვინც ორგანიზატორი ასოციაციების წევრი კომპანიაა.

 

სარეკლამო კომპანია პატიოარტი საქართველოს კომუნიკაციის სააგენტოების ასოციაციის წევრი კომპანიაა. გვეამაყება, რომ ბათუმში ასეთი დონის ფესტივალი ჩატარდება!

სტატიები

Leave a Comment