Taylor Swift- ვინ არ იცნობს? მსოფლიო კლასის მომღერალი, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებშია პოპულარული. მაგრამ ბრენდინგში შეცდომებს ბევრი უშვებს და ეს შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია.

Taylor Swift-მა ჩინეთში ტანსაცმლის სერია გამოუშვა ბრენდით T.S. 1989. ეს მომღერლის პოპულარული ალბომის სახელწოდებაა, რომელმაც მიზნობრივ აუდიტორიაში [დასავლეთში] ძალიან გაითქვა სახელი, განსაკუთრებით სტუდენტებში, მაგრამ ჩინეთში ეს სიმბოლოები საერთოდ არ ასოცირდება სიმღერასთან, არც გართობასთან. მეტიც, ესენი ასოცირდება ძალიან ცუდ რამესთან, რომელიც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ ბრენდინგის სპეციალისტებს.

საქმე იმაშია, რომ 1989 წელს Tiananmen Square-ზე სტუდენტების პროდემოკრატიული გამოსვლა მაშინდელმა ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო. 100-ზე მეტი სტუდენტი დაიღუპა იმ დღეს. T. და S. ამ თვალსაზრისით სრულიად მიუღებელი ინიციალების ჩინეთში. 1989 წელი მომღერლის დაბადების წელია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს ხოცვა-ჟლეტაც 1989 წელს მოხდა.

მოკლედ, კამპანიას სრულ ფიასკოს უწინასწარმეტყველებენ. ისტორიას ბევრი ახსოვს მაგალითი, როცა არასწორი სახელის გამო ბრენდი ვერ განვითარდა და მალევე მოკვდა. Taylor Swift -ის შემთხვევაც ახლოსაა მრავალჯერ გამეორებული ისტორიის კიდევ ერთხელ გადამღერებასთან. ამ ფაქტის შესახებ მსოფლიოს ყველა პროფესიული გამოცემა წერს და კამპანიის წარმატების მიმართ უმრავლესობას ბევრი შეკითხვა აქვს. ვნახოთ რა მოხდება …

 

არადა

მარტივად შეიძლებოდა ერთი ფოკუს ჯგუფი მაინც გაეკეთებინათ და შეემოწმებინათ ბრენდი

თუ შეგნებულად მიდიან პროვოკაციაზე, რომ ყურადღება მიიქციონ?

რა იცი ბრენდინგისვერაგსპეციალისტებს რა აქვთ ჩაფიქრებული 🙂

სტატიები

Leave a Comment