სუპერ თასი ახლოვდება. დიდი ამბავი იქნება და პატიოარტში ბუნებრივად იმატებს ჩვენი დამკვეთების მხრიდან შეკითხვები სხვადასხვა სარეკლამო ინვენტარის UEFA-ს სუპერთასის სიმბოლიკით დამზადების თაობაზე. გვინდა გაცნობოთ, რომ არც ისე ადვილია ეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დღეს მაგალითად საქპატენტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ნათლად ახსნა რა არ შეიძლება. კერძოდ:

 

„უეფა-ს სუპერ თასის მატჩთან დაკავშირებით კანონით აკრძალულია უეფა-ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების უნებართვოდ გამოყენება, ლოგოს პროდუქციაზე დატანა და გაყიდვა, განსაზღვრულ პერიმეტრებზე ნებისმიერი ტიპის გარე ვაჭრობა, ოფიციალური სპონსორების გარდა სხვა კომპანიის პროდუქციის რეკლამირება, ბანერების განთავსება, სარეკლამო ნივთების გავრცელება, გარე რეკლამა, კაფე ბარებისა და მაღაზიების მიერ უეფა-ს მატჩის სარეკლამო მიზნით გამოყენება, მატჩის საჯარო ჩვენება, მატჩის ბილეთების გაყიდვა ან გათამაშება.“

 

 

 

ყველაზე ცხელი თემა ბილეთების გადაყიდვაა, რაზედაც საქპატენტმა თავის ვებსაიტზე სტატიაში აქცენტი გააკეთა: „უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია, 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება“.

 

რა უნდა მოიმოქმედოთ?

 

მოგვმართეთ რა გჭირდებათ. ვნახოთ ჯდება თუ არა ის რაც თქვენ გსურთ კანონის ფარგლებში და შემდეგ სიამოვნებით დაგიმზადებთ ყველაფერს J

სტატიები

Leave a Comment